16 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას "ახლების" მიმართ - ჩვენ მაინც გავერთიანდეთ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის "ახლებს" კიდევ ერთხელ სთავაზობს გაერთიანებას. ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე გააკეთა.

სააკაშვილმა თქვა, რომ ძალაშია მისი შეთავაზება გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის გუნდის მიმართ. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის ასევე მიესალმება, თუ "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანდებიან.

"მე მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის ლელოს და გახარიას გაერთიანებას, მივესალმები მიუხედავად ბევრი კითხვისა და ა.შ. იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივაა, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ეს არ გამოდის. მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმ ინიციატივას "ახლების" მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები