გახარიას, ხაზარაძეს და ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, ისინი სხვების დავალებებს უსიტყვო მორჩილებით ასრულებენ - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გახარია-ხაზარაძის ვერშემდგარ გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ისინი დგამენ შოუებს, თუმცა დადგმასა და შესრულებაშიც უნიჭოები არიან.
"არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვების დავალებით მოქმედებენ და სხვების ბრძანებებს უსიტყვო მორჩილებით ასრულებენ. შესაბამისად, ეს ადამიანები იმისთვის, რომ აქტუალიზაცია მოახდინონ, დგამენ ე.წ. შოუებს, მაგრამ ამის დადგმაშიც და შესრულებაშიც არიან ძალიან უნიჭოები,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.