16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
დამერწმუნეთ, რაც არ უნდა დაიშალონ თუ გაერთიანდნენ, ისინი არიან ერთნი, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი მიესალმება, თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანდება. მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანება პარტია "ახალსაც" შესთავაზა.

"რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ალბათ დაინახა, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი იქმნება ამ თემით და ძალიან ცდება, ალბათ ვერ ხედავს, რომ რეალურად ვერ იქმნება ამით პოლიტიკური დღის წესრიგი. ახლა საინტერესოა, მეორე უნიჭო სპექტაკლი და კიდე შეხვედრები და ფიქრები. როგორც საზოგადოებას ვუთხარით, ეს არის იმ უნიჭო საპნის ოპერის და უნიჭო სპექტაკლების გაგრძელება, რომელიც გაღვივდა, რაც უფრო არჩევნები მოახლოვდა. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა დაიშალონ თუ გაერთიანდნენ, ისინი არიან ერთნი, კოლექტიური ნაცმოძრაობა. არ აქვს მნიშვნელობა, მათ სახელს და გვარებს და ჰალსტუხის ფერებს," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები