16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად - მამუკა ხაზარაძე

"ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

თუმცა, გახარიას პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და მისთვის გაუგებარია, რა მოხდა.

"ვნებათაღელვაა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად. პარიტეტი "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ, ეს აღარაა "ლელო" არის "ძლიერი საქართველო" და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები. მე მათ პატივს ვცემ, ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი.

ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია. მე ეს შევძელი პირადად, ბადრიმაც," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეში დღეს აღარ მისულა გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი ვერ შედგა. დღეს პარტიამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: "როგორც ჩანს, "ლელომ" შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა."

 

 

დღის ამბები