20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
პარლამენტში რუსთავი2-ის თემაზე ორი დღე მწვავე განცხადებები ისმოდა

ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილ განცხადების პროექტში, რუსთავი2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გარდა, სხვა ტელეკომპანიებში დახურულ თოქშოუებსა თუ მოულოდნელად დაწყებულ დავებზეც იყო საუბარი. თუმცა, მმართველი გუნდი საპარლამენტო განხილვის დროს აქცენტს მხოლოდ რუსთავი2-ზე აკეთებდა.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის განცხადების ტექსტიც და შინაარსიც მიუღებელი აღმოჩნდა.

საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველ გუნდს ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოხმაურება შეახსენა, რაც რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას მოჰყვა.

საპასუხო ბრალდებები იყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ტელეკომპანიის დახურვა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედიოდეს.

საპარლამენტო დებატების დროს განცხადებები ქიბარ ხალვაშზეც გაკეთდა.

მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ ბიზნესმენი მხოლოდ კერძო პირია, რომელიც საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის იბრძვის.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ხალვაშს რუსთავი2-ის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში იყენებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც რუსთავი2-თან არის დაკავშირებული, მისი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილია.

საპარლამენტო უმცირესობა დარწმუნებულია, რომ კიწმარიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება სწორედ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლას უკავშირდება.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები