რუსთავი2-ის ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია, რუსთავი2-ის მხარდამჭერებს მოიწოდებს, ორშაბათს, 11 საათზე საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ.
19 ოქტომბერს, 11 საათზე რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლოს პარალელურად კი მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთან აქციას მართავენ.
ასეთი მოწოდებით მხარდამჭერებს მაუწყებლის სხვა ცნობილი სახეებიც მიმართავენ.