ნაციონალური მოძრაობა რუსთავი2-ის მხარდაჭერას მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო აქციებით გეგმავს.
ამის შესახებ რუსთავი2-თან გოკა გაბაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ქართული საზოგადოება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას არ დაუშვებს.
„ჩვენ არა ვართ არც რუსეთი, არც ჩეჩნეთი, რომ ჩვენ ხელისუფლების ასეთი მოქმედება გავატაროთ,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
გაბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის „იმპერატორობა“ სურს და აქვს განზრახვა, 2030 წლამდე „ყვლიფავდეს“ ამ ქვეყანას, რაც, გაბაშვილის თქმით, მისი ბანკის საქმიანობაზე უკვე აისახება კიდეც.
„ამისათვის მას სჭირდება სიჩუმე, რასაც ვერ მიიღებს. თუ რუსთავი2-თან დაკავშირებით სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელისუფლება მის აღსრულებაზე გადავა, ჩვენ ამას არ შევეგუებით და მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მივმართავთ. ეს იქნება მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.