20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ჩვენ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ღონისძიებებში არ ჩავერთვებით - ალასანიას გუნდი რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე არ მივა

"თავისუფალი დემოკრატები მედიათავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან," - ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-თან ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და გადაცემაში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში მედიათავისუფლებასა და რუსთავი2-თან დაკავშირებით შემუშავებულ განცხადების განხილვებს არ დასწრებიან.

„ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ განცხადებას მხარს ვერ დაუჭერდით, რადგან მათი მმართველობის დროსაც ირღვეოდა მედიათავისუფლება, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აგრძელებს. ჩვენ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ღონისძიებებში არ ჩავერთვებით,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე და აქვე განმარტავს, რომ ორშაბათს რუსთავი2-ის სასამართლოს პროცესზე პარტიის წარმომადგენლები მისვლას არ აპირებენ. 

დღის ამბები