რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია დღეს 12 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. აქციები, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას - სიმბოლურად 12:00 საათზე დაიწყება.
დემონსტრაცია გაიმართება ტელეკომპანიის შენობასთანაც. შეკრებილები რუსთავი 2-ის მიმართ დაწყებულ სასამართლო პროცესს და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტებს გააპროტესტებენ.