"ხელები შორს რუსთავი 2-სგან" "არ დავუშვებთ არხის გაჩერებას" - ამ და სხვა ლოზუნგებით ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 12 ქალაქში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ შეუშალოს მაუწყებლობაში ხელი რუსთავი 2-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავენ.
ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ამ წუთებში ტელეკომპანია რუსთავი2-თანაც მიმდინარეობს. აქციაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას.
რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.