წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკლ ჯონსონის განცხადებით, "დარწმუნებული არ არის" შეძლებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხუთშაბათს შეხვედრას, როდესაც ის ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან და კონგრესის წევრებთან შესახვედრად ჩავა.
ამის შესახებ ჯონსონმა "ამერიკის ხმის" უკრაინის კორესპონდენტს განუცხადა.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ხუთშაბათს ვაშინგტონში ვიქნები. ჩვენი სხდომების განრიგი შეიცვალა. მექსიკის ყურეს ქარიშხალი უახლოვდება. ამის გამო, ბევრი ჩვენგანი სახლში დაბრუნდება. ამიტომ, მე ჯერ დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა ჯონსონმა.