16 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტი ვინ არის, რომ წარადგინოს ტექნიკური მთავრობა?! ვერ წარმომიდგენია, პარლამენტში შესვლისას მხარი დავუჭირო ისეთ ვიღაცას, რომელიც არც კი ვიცი, ვინ არის

"გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, "პრეზიდენტის ქარტიაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ "ქარტიასთან" დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ, რომელიც გაუგზავნეს ადმინისტრაციას, თუმცა მათი შენიშვნები დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", რის გამოც, ჩათვალეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს არ აინტერესებდა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტს ტექნიკური მთავრობის წარდგენის უფლება არ აქვს და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დაუჭიროს პარლამენტში ისეთ ადამიანს მხარი, რომლის ვინაობაც წინასწარ არ იცის.

"როდესაც ჩვენ მივიღეთ პირველი დრაფტი, რომ ეს არის "ქარტიაო", ჩვენ დეტალურად შენიშვნები გავაგზავნეთ. ვიღაცას ხომ უნდა დავლაპარაკებოდით, რომ ჩვენ ეს შენიშვნები გვაქვს და პასუხი გვჭირდება, ან ვიღაცამ იცის და ჩვენ ვერ გავიგეთ, რაღაც შევცვალოთ, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში. რადგან პროცესში ვერ ჩავერთეთ და ეს ჩვენი შენიშვნები დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", ჩავთვალეთ, რომ ეს კითხვები არ აინტერესებთ. მერე გამოვიდნენ და ხომ ვნახეთ რაები ეწერა. პრეზიდენტი ვინ არის, რომ წარადგინოს ტექნიკური მთავრობა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ავტომატურად დავუჭირო ისეთ ვიღაცას მხარი, რომ იმ წუთში არც კი ვიცი, ვინ არის- საერთოდ, რა ჭკუაზეა. ხომ შეიძლება, ვიღაც მარქსისტი იყოს, რომელსაც სხვა წარმოდგენები აქვს სამყაროზე და მე როგორ უნდა ავიღო ამის ვალდებულება, მით უმეტეს, რომ არ ვიცოდე, ვისზე მელაპარაკება", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები