"რუსთავი 2-ს ვუყურებთ დღეს და გვინდა ხვალაც ვუყუროთ,"- ამ განცხადებებს დღეს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები 12 თვითმართველ ქალაქში აკეთებდნენ.
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციები დღეს სიმბოლურად 12:00 საათზე 12 ქალაქში ქალებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ შეწყვიტონ ბრძოლა ტელეკომპანიის წინააღმდეგ და მისცენ დამოუკიდებელ მედიას მუშაობის უფლება.
ერთ-ერთი აქცია დღეს თბილისში რუსთავი 2-ის შენობასთანაც გაიმართა.
აქციის მონაწილეები კი ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.
ავტორი: მაირამ გაფრინდაშვილი