ზუგდიდში ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე რუსთავი 2-ის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
შეკრებილთა შორის ძირითადად სახელისუფლებო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.
მათი თქმით, რუსთავი 2 პარტიული ტელევიზიაა და ის ყოფილი ხელისუფლების ქმედებების გამართლებას ცდილობს.
აქციის მონაწილეებმა გუშინ გავრცელებული კადრებიც გააპროტესტეს. აქციამ მოგვიანებით როლანდ ახალაიას სახლთან გადაინაცვლა.