16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"რაც შეეხება საპარლამენტო სიას, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ საკუთარ თავს პარლამენტში ვერ ხედავს "- ანა ნაცვლიშვილი მარგველაშვილზე

”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” ანა ნაცვლიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მისი გუნდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შემოერთდებით ძალიან ამაყობს.

"ჩვენ გაერთიანებას შეუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო თუ პირველი არა, რომელიც წინ აღუდგა და გაემიჯნა "ქართული ოცნების" ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს.

ყველა პოზიცია, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დააფიქსირა იყო პრინციპული და სწორი ის ადრეულ ეტაპზე საკმაოდ მარტო იყო როდესაც ოცნების მოღალატეობრივ გეზს გაემიჯნა, გიორგი მარგველაშვილი ძალიან პრინციპულად გაემიჯნა ამ პოზიციებს, დღეს ეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ მისი პოზიციები იყო სწორი და მართალი საქართველოსთვის.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ ღირებულებების და ასეთი სწორი ადამიანი არის დღეს ჩვენს გვერდით.

რაც შეეხება საპარლამენტო სიას, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ საკუთარ თავს პარლამენტში ვერ ხედავს,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები