"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ, არჩილ თალაკვაძისა და ბექა ოდიშარიას "ქართული ოცნების" სიაში არყოფნის საკითხი შეაფასა და განმარტა, რომ პარტიაში როტაცია მოხდა და გამოცდილების მქონე ლიდერების სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილება ხდება.
როგორც ზარქუამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ყველა ლიდერთან შეითხზება გაკეთებულია და ზოგიერთი მათგანი, გარკვეულ მნიშვნელოვან პოზიციაზე გადაინაცვლებს.
"დღეს სიების წარდგენის ბოლო ვადაა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან და ჩვენც წარვადგინეთ 170 კაციანი სია. რაც შეეხება ჩვენს ლიდერებს, რომლებმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვეს პარლამენტში, უკვე ხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა პოზიციებზე. ჩვენ არც ერთი არ ვართ ჩაციკლულები პარლამენტში ან მთავრობაში ყოფნაზე. დება როტაცია და გარკვეული აქცენტების დასმა იქ სადაც პრიორიტეტულია. ყველასთან არის შეთავაზება გაკეთებული, ზოგთან გარკვეულ მნიშვნელოვან პოზიციებზე, ზოგი შეიძლება კერძო სექტორს დაუბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, გუნდი ისევ ერთიან, ძლიერ გუნდად რჩება, უბრალოდ ამ რესურსების გადანაწილება ხდება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.