პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში პოსტების ნაცვლად, ხელი მოაწეროს ამნისტიის კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
ირაკლი ზარქუამ "დღის კურიერის" ეთერში საარჩევნო ბანერებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბანერებზე რეალობაა ასახული თუ რას სთავაზობს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ხალხს და რას სთავაზობს "ქართული ოცნება". მისი თქმით, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს ალტერნატივა ომსა და მშვიდობას შორის.
"მადამ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია ჯობია, ამ Facebook-ზე მესიჯების წერას, კეთილი ინებოს და ამნისტიის კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო ხელი მოაწეროს.
1000-მდე პატიმარი ელოდება ამ ჯიუტი პრეზიდენტის ხელმოწერას, ასევე დაახლოებით 6000-მდე პატიმარი ვადების შემცირებას.
ჯიუტობს! ხელი მოაწეროს, ქალბატონო პრეზიდენტო მოაწერეთ ხელი! ერთხელ მაინც გააკეთეთ ის, რაც ქართველი ხალხის და ქართველი ოჯახების ინტერესშია. ერთხელ მაინც იყავით ამ ქვეყნის რეალური პრეზიდენტი,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.