რაც შეეხება ბანერებს, ძალიან გაოცებულები და განცვიფრებულები არიან, რადგან ამ ბანერებზე არის ასახული თუ საითკენ მიგვაქანებს ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა - დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბანერებზე რეალობაა ასახული:
"რაც შეეხება ბანერებს, ძალიან გაოცებულები და განცვიფრებულები არიან, რადგან ამ ბანერებზე არის ასახული თუ საითკენ მიგვაქანებს ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, სწორედ ასეთი იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა. არ მოგწონთ ხომ რაც ხდება უკრაინაში. არც საქართველოს მოქალაქეებს მოსწონთ - ომი არ უნდა საქართველოს და ეს მილიონჯერ გითხარით, ქართველმა ხალხმა გითხრათ, მაგრამ ეს არ გესმით.
ბანერებზე არის ასახული რეალობა - თქვენ რას სთავაზობთ ხალხს კოლექტიური ნაცმოძრაობა და რას სთავაზობს "ქართული ოცნება" - ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ღირსებით ევროინტეგრაცია, ანაკლიის პორტი, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. თქვენ კი რისკენაც მიგყავთ ქვეყანა ეს არის ქაოსი, დაძაბულობა, ომი... არ მოგეწონათ ხომ ბანერზე რაც ნახეთ ის რეალობა, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება და რეალობა რა იქნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის? ასე, რომ სწორია მესიჯი, კიდევ ერთხელ, ნათლად, კარგად ქართველმა საზოგადოებამ უნდა ნახოს რა არის ალტერნატივა ომსა და მშვიდობას შორის, ქაოსსა და მშვიდობიან განვითარებას შორის. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ თითოეულ მოქალაქემდე დავიყვანოთ ეს მესიჯები," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.