ცესკო-ს სხდომა, სადაც 26 ოქტომბრისთვის საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი განიხილეს კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც დღემდე ან საერთოდ არ ყოფილა, ან წინა არჩევნებზე არ იყო. მათ შორის არის არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალიის თანამეგობრობა.
ოპოზიციის ნაწილი სხდომის გადადებას ითხოვდა, ნაწილმა კი, საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადება დააყენა. პასუხად, თავმჯდომარემ განმარტა, რომ სხდომის გადადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.