16 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"კაპიტან გიგაურს, ამ ღალატის სერიაში, ალბათ, დედამიწაზე გამოუჩნდა ორი დამცველი - შაჰინი და რიში" - ირაკლი კირცხალია

კაპიტან გიგაურს, ამ ღალატის სერიაში, ალბათ, დედამიწაზე გამოუჩნდა ორი დამცველი - შაჰინი და რიში, - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია სენატორების მხარდამჭერ წერილს.

ერთობლივ განცხადებაში ბენ კარდინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი წერენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, 12 სექტემბერს, სენატში გამოსვლის გამო ისჯება.

"კაპიტან გიგაურს, ამ ღალატის სერიაში, ალბათ, დედამიწაზე გამოუჩნდა ორი დამცველი - შაჰინი და რიში. ასე ნათლად, თავისი აგენტურის გამოვლინება ცოტა არასერიოზულია. ხელისუფლებისთვის ეს იმის დასტურია, რომ პირდაპირი აგენტურაა და ემსახურებიან უცხო ძალებს და სწორედ, ან გამოხმაურებით და ამ დაცვით, ორმა პატრონმა დაიცვა თავისი აგენტი და, ამ დაცვასთან ერთად, ასე სახალხოდ და მსოფლიოს მასშტაბით გამოაქვეყნა და გაამჟღავნა თავისი აგენტურული ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელი," - აცხადებს ირაკლი კირცხალია. 

დღის ამბები