16 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
კანონის ფარგლებში, ყველა სიბინძურეს, ყველა ბოროტებას, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გაეცემა შესაბამისი პასუხი - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს ეხმაურება. საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც შემდეგი ტექსტი წერია: " ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა." ტექსტში განხილულია რამდენიმე სცენარი.

აღნიშნულია, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხელისუფლება არ დათმობს, თუ "ქართული ოცნება" აიღებს ხმების უმრავლესობას, იქნება პროტესტი.

კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იცის, რაც ჩაფიქრებული აქვს ოპოზიციას.

"მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ. როგორ წარმოგიდგენიათ რადიკალური ოპოზიცია? ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, ან ვისთან უნდა მივიდნენ, რა უთხრან, რა უნდა შესთავაზონ ხალხს. ადამიანები, რომლებიც ზეიმობდნენ იმას, რომ ომი დაწყებულიყო ქვეყანაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. ყველა ერთნი არიან ესენი. ეს ყველაფერი ხომ ვიცით, საიდან იმართება, გარედან როგორ იმართება. ესენი უბრალოდ შემსრულებლები არიან, რასაც ეტყვიან და თავში წამოარტყამენ, იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ შეკითხვა დასვან - რატომ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ყველაფერი ვიცით, რაც ჩაფიქრებული აქვთ, რისი გაკეთებაც უნდათ. კანონის ფარგლებში, ყველა სიბინძურეს, ყველა ბოროტებას, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, გაეცემა შესაბამისი პასუხი," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები