პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით, დოკუმენტი ხელისუფლებისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ გარკვეული ძალები არეულობისთვის ემზადებიან.
"მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში არის პირდაპირ ძალადობრივი გადატრიალების კონკრეტული სცენარი, ის სცენარი, რომლის მიხედვითაც, მოქმედება რადიკალურ ოპოზიციას გარე აქტორებთან ერთად უკვე დაწყებული აქვს. ფაქტობრივად, ისინი ამ ანგარიშში ამბობენ, რომ ქართული ოცნება, 2/3-ით იგებს არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა იყოს საპროტესტო აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს არეულობაში. ფაქტობრივად, ამას, არა მხოლოდ პროგნოზირებენ, არამედ გამოხატავენ იმის სურვილს, რომ ასე განვითარდეს მოვლენები. ასეთი ავანტიურისტული და მავნებლური სცენარები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების წყალობით, არასდროს არ განხორციელდება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.