"კოლექტიური ნაცმოძრაობა" უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.
"თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა "ნაცმა"? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან - რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.
ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან", - აღნიშნა კახა კალაძემ.