16 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
თანამოაზრეები ხშირად არ ვიყავით საპარლამენტო მუშაობის დროსაც, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მე მათთან ერთად არ დავაპირებდი 2024 წლის არჩევნებზე მონაწილეობას - ხათუნა სამნიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

~საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის", ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ არ შეუერთდა 2024 წლის არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სიას.

ხათუნა სამნიძემ საკითხზე "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"წელს, როგორც იცით, ბლოკების საშუალება არ არის და ერთიანი სია უნდა შექმნილიყო. მაშინ, როცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი გზები გაიყარა, არც შემდგომ, თანამოაზრეები ხშირად არ ვიყავით საპარლამენტო მუშაობის დროსაც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მე მათთან ერთად არ დავაპირებდი 2024 წლის არჩევნებზე მონაწილეობას. აქ, ჩვენი კოალიცია "ცვლილებისთვის", როგორც კი შეიქმნა "ახალი", როგორც კი გაერთიანდნენ „გირჩი“ და „დროა“, იცით, რომ გირჩი და დროა არიან ლიბერალური ოჯახის წევრი პარტიები, რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, „ალდეს“ წევრები არიან. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ღირებულებების თვალსაზრისით.

ისევე, როგორც ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან ღირებულებების და ხედვების თვალსაზრისით და როგორც კი შეიქმნა და მოლაპარაკებები დაიწყო, მე მაშინვე გამოვთქვი ინტერესი, რომ მე მათთან დავიწყებდი მოლაპარაკებებს. ძალიან მალე დავიწყეთ მოლაპარაკებები და ჩვენი შეთანხმება შედგა," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები