16 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა" - "ქართული ოცნების" დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქალაქ თეთრიწყაროში, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევების მნიშვნელობაზე. ასევე ქალაქში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

"მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარებისთვის!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი - გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი დოხტურიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი წიკლაური.

დღის ამბები