აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.
განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, სწრაფად და ეფექტიანად მოემსახუროს საკონსულო ოლქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
ნიუ-იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 შტატს აერთიანებს.