"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წეროვანის დევნილთა დასახლებას ქვეყნის საამაყო სპორტსმენებთან და უკვე "ქართული ოცნების" ახალ წევრებთან ლაშა ტალახაძესთან, გენო პეტრიაშვილთან და ზაზა ნადირაძესთან ერთად ესტუმრა.
დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩეველთან შეაჯამა წეროვანში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ მიმართულებაზეც.
„ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ მთელი გუნდი იქნება გარანტი იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.