"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზ. N7-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ "ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - გიზო ვასაძე.