30 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"გავაგრძელებთ სააპელაციო სასამართლოში დავას" - სასამართლომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, რომელიც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდა. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წელს დამატებითი უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა.

"ერთობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.

"გუშინდელი და დღევანდელი პროცესი განხორციელდა იმ მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს არ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი  ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება. არანაირი მოლოდინი და იმედი საქართველოს მოქალაქეებს ამ სასამართლოსი არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სააპელაციო სასამართლოში დავას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები