პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს "ქართული ოცნება" ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილს მორიგი უნებართვო ვიზიტის და ბერლინში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
თბილისის მერის თქმით, პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას. პირიქით უნდა იყოს, პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ," - აცხადებს კახა კალაძე.
პრეზიდენტი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. იქამდე უკვე მიიღო მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია გზის მიერ გამართულ დისკუსიაში- მან მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.
მმართველი ძალა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში და მას ამ ყველაფერში უცხოელი პარტნიორებიც ხელს უწყობენ.