30 სექტემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ძალიან კარგად მინდა, რომ დავაპარალელო გვარამიას ეს განცხადება და "მაკკეინის ინსტიტუტის" წინასწარი სცენარი, რომელიც დაიდო და შემდეგ გვარამია გამოეხმაურა" - ირაკლი კირცხალია

"რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს?" - ნიკა გვარამიას ეს ფრაზა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია. "ქართული ოცნებისთვის" განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და არ აპირებს აღიაროს ცესკოს შედეგები.

"კიდევ ერთი თვითლუსტრაციაა, რომ რეალურად, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და მისი ერთ-ერთი შემადგენელი გვარამია, არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ რეალურად,  წინასაარჩევნო კამპანიასაც კი ვერ მართავენ ქვეყნის შიგნით და ვხედავთ სადაც დარბიან. რეალურად, თავიანთი პატრონების და ლობისტების განცხადებებზე არიან დამოკიდებული.

ძალიან კარგად მინდა რომ დავაპარალელო გვარამიას ეს განცხადება და "მაკკეინის ინსტიტუტის" წინასწარი სცენარი, რომელიც დაიდო და შემდეგ გვარამია გამოეხმაურა. ნურას უკაცრავად, მათი და მათი პატრონების ილუზიები 26 ოქტომბერს დამთავრდება, როდესაც ნახავენ რა ანგარიშით წააგებს  ეს მავნებლების გაერთიანება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები