30 სექტემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ლისის ტბაზე დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენი მოეწყო

ლისის ტბაზე დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენი მოეწყო. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა მიიღეს.

მათ სამი სხვადასხვა დისტანცია დაფარეს. მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრმა გააფორმა.

გამარჯვებულებს მედლები გადასცეს. მობილიზებული თანხა სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.   

დღის ამბები