"ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის შეფასებით, მაშინ იქნება რუსეთის მიერ გაკეთებული თუ პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება.
"თუ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება პრაქტიკული, ანუ გადადგამს რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და, ამავდროულად, მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზოგადად საქართველოდან ჯარების გაყვანას, ჩვენ დავრწმუნდებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების ხარისხიანობაში.
რადგან ჩვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, კიდევ ერთხელ რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ სურს დეოკუპაციის პროცესი მშვიდობიანად, არამედ სურს მათ მიერვე დაანონსებული ომი და სამხედრო კონფლიქტი ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."