30 სექტემბერი 2024,   17:32
ვრცლად
პრეზიდენტის როლი არის, რომ მისი სტატუსი გამოყენებული იქნას, რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტზე შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება.

"პრეზიდენტის როლია, მისი სტატუსი გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ მიაღწიოს ეროვნულ თანხმობას. მე ამაში ვხედავ პრეზიდენტის როლს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" პოლიტიკური მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველო" წევრი, სალომე სამადაშვილი იმ მოლოდინებზე საუბრობს, რაც პრეზიდენტის ვიზიტისგან აქვს. 

"საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისგან ველოდები იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დარწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, არჩევნების გზით ხელისუფლება დავუბრუნოთ ქართველ ხალხს და საქართველო დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას," - აცხადებს სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები