კონკრეტულად, ქალბატონი ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ხელი აქვს აღებული კონსტიტუციაზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის ფარგლებიდან გავიდა.
"ბატონი როთის და ქალბატონი ზურაბიშვილის ტერმინოლოგიაც ერთმანეთს ემთხვევა. ქართული კოშმარიო, ბატონმა როთმა განაცხადა, შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილმა გააგრძელა მისი ხაზი, შესაბამისად, ისინი ერთი და იგივე მესიჯბოქს ატარებენ.
კონკრეტულად, ქალბატონი ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ხელი აქვს აღებული კონსტიტუციაზე, ის ვიზიტები, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ მთავრობასთან შეთანხმებით, მას ეს თემა არ აინტერესებს, დადის სადაც უნდა, როგორც უნდა, ლაპარაკობს რასაც უნდა. საქართველოს სასარგებლოდ არანაირი დიალოგი მას არ გაუმართავს და არანაირი პოზიტიური შედეგები ჩვენ მისი ვიზიტებისგან არ მიგვიღია. ზოგადად, ეს ქალბატონი გასულია უკვე კონსტიტუციის ფარგლებიდან," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.