20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილი სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობას უხდის

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომა დროებით დატოვა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა.

"ამ წუთებში 5 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ვინაიდან დარბაზი ტექნიკურად უნდა მოამზადონ, რომ რუსთავი 2-ის იურისტებს საშუალება მიეცეთ, ვინაიდან აუდიო და-ვიდეოფაილები უჩვენონ. ეს არის შუამდგომლობის ნაწილი მოსამართლის აცილების შესახებ. შუამდგომლობა გადაცემულია მოსამართლისთვის. პარალელურად, ადვოკატები რომ წაიკითახვენ შუამდგომლობას, მათი მოთხოვნა იყო, რომ ეჩვენებინათ აუდიო და ვიდეოფაილები, მიუხედავად იმისა, რომ მოწინაღმდეგე მხარე წინააღმდეგი იყო, მოსამართლემ საბოლოოდ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა,"-განაცხადა უდუმაშვილმა. 

ზაალ უდუმაშვილით თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოსამართლე ურთმელიძის აცილება მოხდეს.

უდუმაშვილის თქმით, მოსამართლე ურთმელიძის ობიექტურობასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს.

ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოსთან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ არა რუსთავი 2-ს, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას.

"მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც არა რუსთავი 2-ის დასაცავად არამედ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად მოვიდა,"-აღნიშნა უდუმაშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები