საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იმყოფება. ეკა მიშველაძის თქმით, ის სასამართლოსთან მისვლით მედიის თავისუფლებას იცავს.
"მოვედი ჩემი კოლეგების და მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად. ხელოვნური ჩარევა მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში ძლიან სახიფათოა, ერთიანი გეგმის ნაწილია, რომელიც შედგება რუსთავი 2-ზე შეტევით, იმედზე გრიგოლიას გადაცემების დახურვით, ჩემი გადაცემის დახურვით პირველ არხზე, ეს არის ერთიანი სცენარი. დღევანდელი ხელისუფლება შეცდომას უშვებს ასეთი ძალისმიერი ჩარევებით. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ყველაფერზე მაღლა დადგება და ამ პროცესში თქვენ მაინც გადარჩებით,"-განაცხადა ეკა მიშველაძემ.