საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან მწერალი, დავით დგოგიბედაშვილი იმყოფება. მისი თქმით, რუსთავი 2 თავისუფალ სიტყვასთან ასოცირდება.
„თავისუფალი სიტყვა 21 წელია რუსთავი 2-თან ასოცირდება. ტელევიზია კი არ არის მარტო, არამედ რელიგიაც და ბუნების კანონიც. ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, ივანიშვილს ვგულისხმობ, უდონობა და უვიცობაა. თავისი ქართული ოცნებით განწირულია სრული განადგურებისა და დამარცხებისთვის, რუსთავი 2 სიმართლეა, რუსთავი რუსს თავს მოაჭრის,“-განაცხადა დავით გოგიბედაშვილმა.