რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გააკეთა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.
„თავად მოსამართლემაც და იმ ადამიანებმაც, ვინც დღეს ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს ისევე ჭირდება დამოუკიდებელი ძლიერი მედია, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. დღეს ამ ორი ტესტის ჩაბარება უწევს ერთ მოსამართლეს, ვნახოთ, როგორ გაართმევს ის ამას თავს,“ - ზვიად ქორიძემ.