"ეს საკითხი, რომ პოლიტიზირებულია, ამაზე მეტყველებს განცხადებები, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაკეთდა"-ეს განცხადება მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.
თამარ კინწურაშვილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით ისაუბრა.
"ეს საკითხი რომ პოლიტიზირებულია, ამაზე მეტყველებს განცხადებები, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაკეთდა. თვით ყოფილმა პრემიერმა და მაღალი თანამდებობის პირებმა განცხადებები გააკეთეს, რომ ისინი რუსთავი 2-ს მის ნამდვილ მესაკუთრეს დაუბრუნებენ. საკითხი დგას ასე, დაექვემდებარება თუ არა სასამართლო ამ ზეწოლას, თუ მხდება მოსამართლის აცილება, რომლის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.