20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ჩვენ აქ "რუსთავი 2-ის" დასაცავად ვართ" - დავით პაიჭაძე

საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იმყოფება. დავით პაიჭაძის თქმით, ის სასამართლოსთან რუსთავი 2-ის დასაცავად მივიდა. 

„2 კერძო სუბიექტზე ლაპარაკი არის თავის მოკატუნება. მოსამართლე ურთმელიძის ამბავიც მას შემდეგ გასაგებია, რაც რუსთავი 2-ისგან ჩვენ შევიტყვეთ ამბები, რაც მის ოჯახს უკავშირდება.   ის მოსამართლეა, მისი სტატუსიდან გამომდინარე მას შეუძლია მორალური ძალა ჰქონდეს, მაგრამ მას ეს არ აქვს. ეს არის ზეწოლა არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვაზე, არამედ ზეწოლა საერთოდ თავისუფლებაზე. თავისუფლებას უცებ ვერ მოგუდავ. ის შეიძლება ნაწილ-ნაწილ მოგუდო, რუსთავი 2-ის მოგუდვის ცდა არის საქართველოსთვის თავისუფლების მოკლების მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ აქ არამხოლოდ მხარდასაჭერად ვართ, არამედ რუსთავი 2-ის დასაცავად, რაც ამ შემთხვევაში თავისუფლების დაცვას ნიშნავს,"-განაცხადა დავით პაიჭაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები