საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იმყოფება. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რუსთავი 2 არის მძიმე რეალობის სარკე.
„მე დღეს აქ არ ვიცავ რუსთავი 2-ს, მე ვიცავ ჩემს ქვეყანას ივანიშნივილის მიერ ძალაუფლების უზურპაციისგან. ყველა ნიშნით ივანიშვილი არის პოლიტიკური ბანკროტი. ის მინიმალურ სტანდარტს რომ აკმაყოფილებდეს ისეთ თავისუფალ გარემოში, არჩვენებს ვერ მოიგებს. მას სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რომ ჩაახშოს კრიტიკული ტელევიზია, იმისთვის, რომ საქართველოს დაეპატრონოს, საქართველო შეინარჩუნოს, როგორც მისი კერძო ბიზნესი, გამდიდრეს ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ამ ადამიანს საკუთარი სიმდიდრე და კეთილღდეობა აინტერესებს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ტელეკომპანიის დავა, ამაზე საქართველოს მომავალია დამოკიდებული,"-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.