20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"მიყვარს "რუსთავი 2" და ამიტომ ნუ დამსჯიან" - "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერი

საქალაქო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლებას იცავენ. 

"მიყვარს რუსთავი 2 და ამიტომ ნუ დამსჯიან,"-აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი. 

სასამართლოსთან შეკრებილი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-დან სიმართლეს იგებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ საარჩევნოდ სიმართლის გავრცელება შეზღუდოს. 

რუსთავი 2-დან სრული ჭეშმარიტება მოდის და დღევანდელ მთავრობას ამ ჭეშმარიტების ჩახშობა უნდა. მიტომ, რომ არჩევნები მოდის,  არჩვენები მაგათთვის ალბათ, გაყალბებული იქნება, აი ეს გაყალბება, რომ არ გააშუქოს რუსთავი 2-მა, ამას ებრძვიან დღეს. ხალხის ხმა შეისმინონ სანამ დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქნება საქმე, რუსთავი 2 არის ხალხის,“-აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები