ლატვიის ელჩი მედიის თავისუფლებას ქვეყნის თავისუფლების განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევს. ამის შესახებ ელიტა გაველიმ კურიერთან ისაუბრა და თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მედიასაშუალების დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს.
„ყოველთვის მზარს ვუჭერ ჩემს სლოგანს, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, თუ მედია საშუალება არ არის აგრესიული და არ ახდენს მკვლელობისა და არეულობის მოწოდებას. პრესა უნდა იყოს თავისუფალი. მედიათავისუფლებით განვსაზღვრავთ ჩვენ ქვეყნის თავისუფლებას,“ - აცხადებს ელიტა გაველი.