ქართველი ხელოვანები რუსთავი 2 წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს სიტყვის შეზღუდვად აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საზიანოა მედია საშუალებებზე განხორცილებული ზეწოლის ფატები.
მუსიკოსი გია ყანჩელი არსებულ ვითარებას აკრიტიკებს და მიმდინარე პროცესებს ეწინააღმდეგება.
„ყოველთვის წინააღმდეგი ვარ როდესაც რომელიმე საინფორმაციო წყარო იზღუდება, მე შეიძლება პირადად არ ვიყო დიდი მოტრფიალე ჩვენი სატელევიზიო არხების, მაგრამ მიმაჩნია, რომ არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს,“ - აცხადებს გია ყანჩელი.
რეჟისორი და მსახიობი ზურაბ გეწაძე კი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ მთავრობასთან შესაძლო ოპონენტობის გამო რუსთავი 2 არ უნდა დაიჩაგროს.