რუსთავი 2-თან დაკავშირებით საუბარი იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ, გააკეთა.
"პოტენციურად ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ. რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის. მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა, რომ მისი დედა არ არის მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, მასზე პროკურატურაში აღძრული სამე მასზე როგორც მოსამართლეზე არ იქონიებს გავლენას, რაც სამარცხვინოა და აბსურდის ზღვარს სცილდება. არამგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ნორმალურმა სერიოზულმა ადამიანმა თქვას, რომ დედის ბედი მას არ აწუხებს და დედასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მასზე რამენაირად გავლენას არ მოახდენს," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გიორგი ბარამიძეს მიმართა, რომ ბიუროს თემაზე ისაუბროს.
გიორგი ბარამიძემ უმრავლესობას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.