10 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
"წინასწარ აქვს ამ ხალხს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაცვლად მიღებული, რომ დააანონსებენ გაყალბებას" - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის შეთავაზების შესახებ, ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება "ხალხის ძალაში." პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გარედან მართული საარჩევნო კამპანიაა.

"მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ეს იქნება ნაცპრეზიდენტი, ზურაბიშვილი თუ ოპოზიციონერები, თუ უცხოური აქტორები, რომლებიც ჩვენს მტკიცებულებებს ამყარებენ. წინასწარ აქვს ამ ხალხს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაცვლად მიღებული, რომ დააანონსებენ გაყალბებას. აქედან გამომდინარეობს, თუ რას ნიშნავს სიყალბე... ამერიკის საელჩომ წინასწარ გამოაქვეყნა, რომ რაღაც რადიკალური პროცესებია, შემდეგ ზურაბიშვილმა პირდაპირ დააანონსა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას, შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ მთავარი ის არის, მე ტანით რას ვიგრძნობ, თორემ აქ ცესკო რას დაწერს, რა მნიშვნელობა აქვსო. წრე არის შეკრული, არავინ არ ელოდება ხალხის გადაწყვეტილებას, ჩვენ ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას, ისინი დაელოდონ უცხოელებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები