20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ტრაგიკულია და კომიკურია როგორც მოსამართლე იქცევა" - ელენე ხოშტარია ურთმელიძეზე

საქალაქო სასამართლოსთან რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმყოფება. ხოშტარიას თქმით, უსამართლო და არასამართლიანი გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მიმართ არ უნდა აღსრულდეს და ამას  საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს. 

"იმას რაც დარბაზში ხდება არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, აქ უბრალოდ მთავრობის დაკვეთის შესრულებაა. ტრაგიკულია და კომიკურია როგორც მოსამართლე იქცევა. ასეთი ინტერესია და ეხება მედიას და არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებ, არანაირი ინტერესი იმისა, რომ რეალურად ორივე მხარის მოსმენა იყოს, ერთადერთი ინტერესი არის სასწრაფოდ, ჩქარა მოგვარდეს ეს საკითხი და ხელისუფლებას გადაეცეს რუსთავი 2. ვვარაუდობ, რომ შეიძლება დღესვე მოხდეს. ეს ქვეყნისთვის სამწუხაროა, დემოკრატიულ პროცესს კატასტროფულად აზარალებს. ეს აზარალებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს," - განაცხადა ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები