20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
„დღეს მე დავესწარი ფარსს, რომელიც მიმდინარეობს მთელი ამ თვეების განმავლობაში," - ნინო დანელია

„დღეს მე დავესწარი ფარსს, რომელიც მიმდინარეობს მთელი ამ თვეების განმავლობაში რუსთავი 2-ის წინაღმდეგ. დღეს იყო ამ ფარსის ფინალური ეტაპი  ჩემთვის. ნათელია, რომ მოსამართლე გასცდა მართლმსაჯულებას,“ - ასე შეაფასა მოსამართლი მეირ მიღებილი გადაწყვეტილებები რუსთავი 2-თან დაკავშირებით მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ. 

მისი შეფასებით, მოსამართლის გადაწვეტილებები, განჩინებები და ის ტემპი, რა ტემპითაც ის ცდილობს გადაწვტილება მიიღოს, არ ჯდება არავითარ რაციონალურ ლოგიკურ არგუმენტად.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ფარსში ერთ მხარეს დგას ხელისუფლებისგან დამოუკიდბელი მედიაკომოპანია და მეორე მხარეს დგას ხელისუფლების სასამრთლო, აღმასრულებელი შტო და პარლამენტი. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამ მთელი ფარსის იერარქიის სათავეში დგას ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა სასწრაფოდ პირი მოწმინდოს მის წაგებულ პარტიას. ის ცდილობს სასწრაფოდ გააქროს საკომუნიაკციო სივრციდან მედია, რომელიც მას აკრიტიკებს. ცალსახად ხდება არამახოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არამედ მის მიმართ კრიტიკული მედიის დევნაც,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ამას ექნება უმძიმესი შედეგი. პირველი ის რომ არ იქნება პლურალისტური მადიაგარემო და მეორე, საზოგადოებაას ექნება არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების პრეცედენტი.

„ასეთი რამ არ მომხდარა მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ნინო დანელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები