20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ეს სასამართლო ნელ-ნელა ფარსს ემსგავსება - დავით კიკალიშვილი რუსთავი 2 სასამართლო პროცესზე

გადაცემა P.S.-ის წამყვანი დავით კიკალიშვილი რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო პროცესს აფასებს. ტელეწამყვანის განცხადებით დღეს მოსამართლე ურთმელიძე მიღებულ დირექტივებს ასრულებს, თუმცა კიკალიშვილს იმედი აქვს, რომ საზოგადოება არ დაუშვებს.

„ეს სასამართლო ნელ-ნელა ფარსს ემსგავსება, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამოდის და აშკარად ჩანს რომ მოსამართლეს სურს რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ეს საქმე. ვფიქრობ რომ ეს ფუჭი მცდელობა, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი ისტორიის მქონე არხის ასე დაჩაგვრა არავის გამოუვა,“ - განაცხადა დავით კიკალიშვილმა.

დღის ამბები